02/05/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაშია – ფასები იქ 720%–თაა გაზრდილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, 2016 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია (სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება) ვენესუელაში იქნება, სადაც წლის ბოლომდე პროდუქცია 720%-ით გაძვირდება. 2015 წელს ვენესუელაში ინფლაცია 181% იყო. მეორე ადგილზეა სამხრეთ სუდანი 584%-იანი ინფლაციით. მესამეზე სურინამია 77%-იანი ინფლაციით. ორნიშნა ინფლაციაა ბელარუსში, უკრაინაში, აზერბაიჯანში.

სავალუტო ფონდი 2016 წლისთვის საქართველოში 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.

ცხრილი – ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები:

ავტორ(ებ)ი : Forbes.ge