05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ორ წელიწადში ვერ გავალთ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი 25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებს ლევან კობიაშვილთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავაც გაესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მას ასამდე სტუდენტი დაესწრო. კობიაშვილმა და ჯღარკავამ იმ მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში შეცვლას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კითხვა-პასუხის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს.

“ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა, ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი კი ნიკა ჯღარკავაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტად ავირჩიეთ. ჩვენ ზუსტად ვიცით რა რეალობაში ვართ და რის გამოსასწორებლად უნდა ვიმუშაოთ. ერთ-ორ წელიწადში მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ნამდვილად ვერ გვექნება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, მაგრამ თუ სწორ ხედვას ჩამოვაყალიბებთ და პრიორიტეტებს სწორად განვსაზღვრავთ დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მივაღწევთ”,

– განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ipress.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]