02/05/2024
Latest:
მსოფლიო

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გამწვავება – კონფლიქტის ფასი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება უკვალოდ არ ჩაივლის. საფრთხე შესაძლოა შეექმნას ეკონომიკურ კავშირებს ქვეყნებს შორის, რომლებიც ეხება სხვადასხვა სფეროებს – ენერგეტიკიდან და ტელეკომუნიკაციებიდან დაწყებული, ფინანსებით და ტურიზმით დამთავრებული.

რუსეთი – თურქეთისთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქეთი რუსეთისთვის – რიგით მეხუთე. შარშან საქონელბრუნვამ $31 მლრდ შეადგინა, საიდანაც $25 მლრდ – რუსული ექსპორტია. რუსეთი თურქეთში ძირითადად ყიდის გაზს, ნავთობს და ასევე სხვა ბუნებრივ რესურსებს, ასევე ხორბალს. თურქეთი – ტექსტილს, მოწყობილობებს და სურსათს.

რუსეთის საზღვართან თურქული საქონლის შეტანას უკვე პრობლემები შეექმნა.

“ეჭვგარეშეა, რომ თუ რუსეთი სინამდვილეში გადაწყვეტს ეკონომიკური სანქციების შემოღებას ან სხვა ნაბიჯების გადადგმას, ეს თურქეთის ეკონომიკაზე აისახება. უკვე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ შესაძლოა პოტენციური გარიგებები ჩაიშალოს. მაგრამ, სინამდვილეში ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა თქვან ახლა თურქებმა და რუსებმა, რთულია იმის წარმოდგენა, რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. ორივე მხარე საკმაოდ ბევრს კარგავს“, -მიაჩნია კრის ბოშანს IG-დან.

ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. უვიზო მიმოსვლამ თურქეთი განსაკუთრებულად პოპულარული მიმართულება გახადა რუსეთის მოქალაქეებში. შარშან თურქეთს რუსეთის 4.5 მლნ მოქალაქე ეწვია და ეს მთელი უცხოელი ტურისტების 10%-ია თურქეთისთვის. ამ სექტორის წვლილი თურქეთის ეკონომიკაში $36 მლრდ-ად არის შეფასებული.

ტურიზმი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის პირველი მსვერპლი გახდა: მსხვილმა ტურისტულმა კომპანიებმა თურქეთში ტურების გაყიდვა შეწვიტეს. მაგრამ, მოსკოვი-ანკარას ურთიერთობების საფუძველი მაინც ენერგეტიკაა. თურქეთი, „გაზპრომისთვის“ გერმანიის შემდეგ სიდიდით მეორე გასაღების ბაზარია და ის თურქეთის გაზის ბაზრის 60%-ს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახლა გაურკვეველია რა ბედი ელის პროექტ „თურქეთის ნაკადს“, რომელმაც სამხრეთ ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.