10/05/2024
Latest:
საზოგადოება

თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანი მიიჩნევს, რომ წამების კადრები დადგმულია

გიგა ბედიეიშვილი: ოცნების კამპანია ტყუილზე, ქრთამებზე და დადგმულ ცოცხიან სცენებზე იყო აგებული

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დეკანი, წარსულში მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გიგა ბედინეიშვილი პატიმართა წამების კადრებს დადგმულს უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„წინასაარჩევნოდ ფულის ხარჯვა რეგულირდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში – თუმცა სხვადასხვა წარმატებით. ნაციონალებმა რამდენად კანონის ფარგლებში იმოქმედეს ივანიშვილისთვის ფული რომ არ დაეხარჯვინათ არ ვიცი, თუმცა ეჭვი მაქვს მთლად სუფთად არ იქცეოდნენ. ეს ვერანაირად ვერ ცვლის იმ ფაქტს რომ ოცნების კამპანია ძირითადად ამომრჩევლის მოსყიდვაზე იყო აგებული. ტყუილზე, ქრთამებზე და დადგმულ ცოცხიან სცენებზე. რეალურად რისი გაკეთება შეუძლია ოცნებას კი ვხედავთ“

„არა ბატონო, არ მითქვამს ის ხელისუფლება სამართლიანი, პატიოსანი და მზრუნველი იყო-თქო. უბრალოდ ამ მატყუარა, მექრთამე , ცოცხიანი სცენების დამდგმელი ხელისუფლებასთან შედარება არაა. ყველაფერი შედარებითია. რა გაგიკვირდათ? ტყუილებით არ კვებეთ ღარიბი და სულელი ამომრჩეველი? მაცივრებს და ტელევიზორებს არ ითხოვდა ხალხი? თუ ცოცხების სცენა არ დადგით და ბავშვები არ ყარეთ ქვევრებში?“ – წერს ბედინეიშვილი.

იხილეთ, ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტოები, სოციალური ქსელიდან.

2 1

 

 

[wpolling id=”7″ width=”” height=””]