02/05/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიომ განახლებადი ენერგიის წარმოებაში 329 მილიარდი დოლარი დახარჯა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია 1891 წლიდან აკვირდება მსოფლიო კლიმატში მომხდარ ცვლილებებს, 2015 კი ყველაზე ცხელ წლად დაასახელა. წინა რეკორდი 2014 წელს იყო დაფიქსირებული. 16 ყველაზე მაღალი ტემპერატურიდან, 15 უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში შენიშნეს. ხოლო 2011-15 წლების პერიოდი ყველაზე თბილი იყო ისტორაში.

12 დეკემბერს პარიზში, მიღწეული კლიმატის შეთანხმება, დასავლეთის ქვეყნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 2015 წლის მანძილზე. შეთანხმების მიხედვით მოსალოდნელი იყო, რომ ტემპერატურის მატება ინდუსტრიალიზაციის პერიოდთან შედარებით  2 გრადუსის ფარგლებში უნდა შენარჩუნებულიყო. მსოფლიოს ქვეყების უმეტესობა შეთანხმდა, რომ  შეამცირებენ ნახშიროჟანგის ემისიებს, განვითარებული ქვეყნები კი განვითარებადს ყოველწლიურად 100 მილონი დოლარით დახმარებიან.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ამერიკის და ჩინეთის პოზიციების შეცვლა იყო. ამერიკა რომელსაც კიოტოს პროტოკოლისთვისაც არ ჰქონდა ხელი მოწერილი, დათანხმდა ელექტროსადგურების გამონაბოლოქვის შემცირებაზე. თეთრის სახლის წარმომადგენლის განცხადებით ამერიკისთვის მნიშვნელოვანია „ეკოლოგიური რბოლის“ ლიდერად დარჩეს.

ჩინეთს კი, რომელსაც სწრაფად უნდოდა ინდუსტრიული ზრდის მიღწევა, უკვე შეინიშნება ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2015 წელს ჩინეთმა, რეკორდული თანხა, 111 მილიარდი  დახარჯა სუფთა ენერგიის მისაღებად.

მთელ მსოფლიოში განახლებად ენერგიაში ინვესტირებული თანხა 329 მილიარდს შეადგენს.

განახლებადი ენერგიის წარმოება უფრო და უფრო იაფდება. 2014 წლის შემდეგ ინვესტიციების 4 პროცენტით გაზრდა, ქარის და მზისგან მიღებულ ელექტროენერგიას 30 პროცენტით გაზრდის.

ახალი „სუფთა“ ენერგიის წყაროების საშუალებით ნათლად გამოჩნდა  უზარმაზარი, ახალი     ბაზრობა, სადაც შიდა ეკონომიკის გასაძლიერებლად მრავალი ქვეყანა ცდილობს ადგილის დაკავებას. ეს კი ბიზნესისთვის არა აბსტრაქტული, არამედ უპირატესობის მომპოვებელი საშუალებაა.