მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური ინდოეთში აშენდა (ვიდეო)
მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური ინდოეთშია. მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინათ ინდოეთში მსოფლიოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, კალიფორნიამ მზის უდიდესი ელექტროსადგურის რეიტინგში ლიდერობა დაკარგა.
ინდოეთში არსებული მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 648 მგვტ-ია, კალიფორნიაში არსებული მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე კი 550 მგვტ.
როგორც უცხოური მედია წერს, 2,5 მილიონი მზის პანელი 10 კმ² ფართობზეა განლაგებული. პროექტის ბიუჯეტი 679 მილიონი დოლარია.
მზის ელექტროსადგური 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სადგური 150 000 ოჯახს მოამარაგებს ელექტროენერგიი, 2022 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის 60 მილიონ ოჯახამდე გაზრდა იგეგმება.