საზოგადოება

#NBA VOTE ზაზა ფაჩულია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე წლევანდელი NBA ALL – STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია, რომელიც გამოკითხვის შედეგებში აქამდე საერთოდ არ ჩანდა, დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ფეისბუქ გვერდის საშუალებით სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა და მადლობაც გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია.”

 
გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 1,262,118 ხმა “ლეიკერსის” ლეგენდას, კობი ბრაიანტს აქვს. მეორე ადგილს “ოკლაჰომას” ლიდერი კევინ დურანტი იკავებს 616,096 ხმით, რომელსაც დრეიმონდ გრინი მოსდევს 332,223 ხმით. გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო გავა ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან – საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. გამოკითხვა 18 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩი 14 თებერვალს შედგება.

 

12484872_951360911597494_7169688255487227466_o