04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ნიკო ლეკიშვილი – შაორის ტბის განვითარების პროექტი სიფრთხილეს საჭიროებს

შაორის ტბაზე განსახორციელებელი პროეტქბის შესახებ, ნიკო ლეკიშვილი მოსაზრებას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შაორის ტბაზე სასტუმროების ამ უკანასკნელ ხანებში, სხვადასხვა ინვესტორ კომპანიების მიერ ვრცელდება ინფორმაციები შაორის ტბაზე სხვადასხვა პროექტების არსებობის შესახებ. აუცილებლად ვთვლი გავაკეთო განმარტებები ამის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს შაორის განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე მუშაობა. რომლის დასრულებამდე რაიმე პროექტის განხორციელებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. კონცეფციის მიხვედით შაორზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაბალსართულიანი განაშენიანების არსებობა.

რადგან ტბის გამო სანაპიროებზე არის გეოლოგიური და ეკოლოგიური პრობლემები. ამავე დროს ამ ტერიტორიაზე შეზღუდულია დამსვენებელთა რაოდენობა (საკანალიზაციო, წყალმომარარაგების და სანიაღვრე საკითხებთან დაკავშირებით.ამიტომ დაველოდოთ კონცეფციის მიღებას და მერე გავწიოთ ხარჯები პროექტების შესაქმნელად. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გრანდიოზულობა შაორზე არ იქნას დაშვებული.”