პრემიერ ლიგის ლიდერის, ,,ლესტერის” სასტარტო თერთმეტეულის ფასი 22,25 მილიონ გირვანქას შეადგენს
სასტარტო თერთმეტეულის ფასი, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი ბოლო 6 ტურია, იყენებს, ჯამში, სულ რაღაც 22,25 მილიონ გირვანქას შეადგენს. ანუ, “ლივერპულიდან” “სიტიში” 49 მილიონ გირვანქად გადასული რაჰიმ სტერლინგი შუაზე რომ “გავჭრათ”, უფრო ძვირფასი გამოვა, ვიდრე ,,ლესტერის” ძირითადი შემადგენლობაა.
შემოგთავაზებთ სიას, სადაც ჩანს, თუ ვინ საიდან და რამდენად დაიმატა “ლესტერმა” და თუ აქამდე არ იცოდით, გაოცებას მართლაც ვერ დამალავთ. ყველაზე სახალისო ალჟირელი რიად მაჰრეზის ფასია, რომელიც თავის დროზე გუნდმა 400 ათას ფუნტად შეიძინა ფრანგული “ლე ავრიდან” და თუ თავისუფალ აგენტებად მისულ მარკ ოლბრაიტონსა და კრისტიან ფუხსს არ ჩავთვლით, ის ამ კომპანიის ყველაზე იაფი შენაძენია, ამჟამად კი, ალბათ, ყველაზე – ძვირფასი.
ჯეიმი ვარდის ფასიც ღიმილის მომგვრელია – 1 მილიონი. ყველაზე ძვირადღირებული კი რანიერის შესანიშნავი თერთმეტეულიდან შინჯი ოკაზაკი გახლავთ, იაპონელში “მელიებმა” “მაინცს” 7 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.
“ლესტერის” სასტარტო 11-ეული
ფეხბურთელი საიდან ფასი
- კასპერ შმეიხელი ლიდსი 1,25 მლნ. გირვ.
- დენი სიმპსონი ქპრ 2,0
- უეს მორგანი ნოტინგემი 1,0
- რობერტ ჰუტი სტოკი 3,0
- კრისტიან ფუხსი შალკე თავ. აგენტი
- რიად მაჰრეზი ლე ავრი 400 ათასი
- დენი დრინკვოტერი მანჩესტერი 1,0
- ნ’გოლო კანტე კაენი 5,6
- მარკ ოლბრაიტონი ასტონ ვილა თავ/აგ.
- შინჯი ოკაზაკი მაინცი 7,0
- ჯეიმი ვარდი ფლიტვუდი 1,0