პუტინს ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა საზოგადოებებში – კაია კალასი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ომის ეშინია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს კარგად გამოსდის შიშის დათესვა, მისი მუქარა მაინც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის ამბობს. ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. მას ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა საზოგადოებებში. ის უსმენს, რისიც გვეშინია და თუ ბირთვული ომის გვეშინია, მაშინ ის აძლიერებს ამ შიშს“, – განაცხადა კალასმა BBC-სთან ინტერვიუში.