06/05/2024
Latest:
საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო. რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 6 მედლით, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

11 მარტს კონტინენტის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი – დავით ტლაშაძე (70).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინა დღეებში კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

12 მარტიდან რიგაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]