საზოგადოება

სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე”  ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამედიცინო ექსპერტი.

ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ცხედარი.

კომენტარის დატოვება