საზოგადოება

რატომ გადაშენდნენ ბროკერები და რა არის ამის რეალური მიზეზი

ყველას თუ არა, უდიდეს ნაწილს გაუგია სიტყვა ბროკერი, მაგრამ მისი მნიშვნელობა ბოლომდე ძალიან ცოტამ თუ იცის. ვინ არის ბროკერი? ეს გახლავთ შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის საკრედიტო და კომერციული, სავალუტო და სადაზღვევო ოპერაციების დროს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას. ბროკერი, როგორც წესი, სპეციალიზებულია განსაზღვრული სახის საქონელსა და მომსახურებაზე, მოქმედებს კლიენტთა დავალებით და მათ ხარჯზე, მათგან იღებს ანაზღაურებასაც. საქართველოში ბროკერი (ფიზიკური პირი) დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
ახლა ის მითხარით, რამდენი ასეთი კვალიფიციური პირი შეგხვედრიათ? სავარაუდოდ არცერთი, რადგან თითქოს დინოზავრებივით გადაშენდნენ და აღარ არიან. რეალურად კი ამ ყველაფრის მიზეზი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული განუკითხაობაა. არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც ამ ბროკერების მონაცემები, სერთიფიკატები და ელემენტარულად ინფორმაცია იქნება შეყვანილი.
ბროკერის, ლევან ღვინიაშვილის თქმით, ბროკერის ერთ-ერთი ფუნქცია ის გახლავთ, რომ თუ მყიდველს ფული არ აქვს, სწრაფი განვადების სისტემა შესთავაზოს და შესთავაზოს არა იმ პროცენტში, რომელიც ბანკებს აქვს, არამედ ყველაზე დაბალ, 6%-ად. და რატომ მაინდამაინც 6%-ად? იმიტომ, რომ სწორედ ასეთი განაკვეთია ევროპასა და ამერიკაში და ერთი შეხედვით დაბალი თამასის მიუხედავად, იქ უძრავი ქონების ბაზარზე მილიარდობით დოლარი და ევრო ბრუნავს.
და ერთიც – როცა უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად ჩანხართ, ბროკერი თავად გიკავშირდებათ, კარგ ვარიანტებს თავად გთავაზობთ და სწრაფად და იაფად „მარტივ ფულს“ შოულობთ.

წყარო: info9.ge