მსოფლიო

როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკის ზრდა

2016 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტით დაიწყო. საფონდო ბირჟებზე ფასები მკვეთრად ეცემა, განვითარებადი  ეკონომისტები შეძრულები არიან  სასაქონლო ფასების შემცირების გამო, დევნილების შემოდენა ევროპის დესტაბილიზაციას  აძლიერებს, კაპიტალის ნაკადის შეცვლამ და გადაჭარბებული ფასის ვალუტამ ჩინეთის ზრდა შეაფერხა, ამ დროს კი  ამერიკა პოლიტიკურად პარალიზებულია.  პოლიტიკოსებმა და საბანკო სექტორის გავლენიანმა პირებმა  უკვე აქტიურად დაიწყეს  ფიქრი, თუ, როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო ეკონომიკა კრიზისული მდგომარეობიდან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ასახელებს 4 პრინციპს რის მიხედვითაც შესაძლებელია მსოფლიო ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.

პირველი: გლობალური ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია მაღალ დანაზოგებზე და ინვესტიციაზე.
მეორე: დასაზოგი და საინვესტიციო ნაკადები უნდა განიხილებოდეს, როგორც  გლობალური და არა ეროვნული.
მესამე: დასაქმება დამოკიდებულია მაღალ საინვესტიციო განაკვეთებზე, რაც შეესაბამება მაღალი დასაზოგ განაკვეთებს.
მეოთხე: მაღალი კერძო ინვესტიციები დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ მაღალ საზოგადოებრივ ინვესტიციებზე.

 განვიხილოთ თითოეული ცალცალკე.

პირველი, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური პროგრესი, რაც მთელ მსოფლიოში უკეთეს საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს. იგი უკვე განმტკიცებულია ახალი მდგრადი განვითარების მიზნების დახმარებით, რომელიც წინა სექტემბერს გაეროს 193 წევრმა ქვეყანამ  მიიღო. პროგრესი გლობალური ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელზეა დამოკიდებული: უნარების გამომუშავება, ტექნიკა და ფიზიკური კაპიტალის დონის უმაღლესი ხარისხი.  ეკონომიკური განვითარებაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, უფასოდ არაფრის მიღება არ არის შესაძლებელი.

მეორე, დაზოგვის და საინვესტიციო ნაკადები გლობალურია. ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთი მაღალი დანაზოგების მაჩვენებლის მქონე, რომელიც ადგილობრივი საინვესტიციო საჭიროებებს აღემატება, შეუძლია დაეხმაროს ნაკლები დანაზოგების მქონე ქვეყანას, გაკუთრებით დაბალშემოსავლიანებს აფრიკასა და აზიას. ჩინეთის მოსახლეობა სწრაფად ბერდება და ოჯახები ფულს საპენსიოდ იზოგავენ. მათ იციან, რომ მათი საყოფაცხოვრებო ფინანსური აქტივები უფრო საიმედოა ვიდრე მრავალი ბავშვები ან მთავრობის სოციალური უსაფრთხოება. მეორეს მხრივ, დაბალი შემოსავლის მქონე აფრიკა და აზია, ღარიბი და ძალიან ახალგაზრდაა. მათ შეუძლიათ ჩინეთისგან თანხის სესხება, რათა დააფინანსონ განათლება, უნარ-ჩვევები და ინფრასტრუქტურა.

მესამე, გლობალური დანაზოგების  დიდ რაოდენობა  ავტომატურად მაღალ საინვესტიციო მაჩვენებლად არ გარდაიქმნება, თუ სწორ მიამრთულებას არ ვუჩვენებთ მან შეიძლება უმუშევრობა გამოიწვიოს. წარსულის დიდი ბანკირები როგორიცაა J.P. Morgan შექმნა ისეთ ინდუსტრია როგორიცაა რკინიგზა და ფოლადის წარმოება. დღევანდელი ფულის მენეჯერები კი მატყუარებს და გამყალბლებლებს ჰგვანან.

მეოთხე, მაღალი სოციალური მოგების მქონე დღევანდელი ინვესტიციები – როგორიცაა დაბალი შემცველობის ნახშირბადის ენერგეტიკა, ქალაქისთვის განკუთვნილი ჭკვიანი ელექტროქსელი და ინფორმაციაზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემები,  დამოკიდებულია საჯარო-კერძო პარტნიორობაზე, რომელშიც საჯარო ინვესტიცია და საჯარო პოლიტიკა ხელს უწყობენ კერძო ინვესტიციას. მსგავსი შემთხვევაა: სარკინიგზო ქსელები, ავიაცია, ავტომობილები, თანამგზავრები, GPS, ბირთვული ენერგია, ინტერნეტი რომლებიც ასეთი პარტნიორობის გარეშე არ იარსებებდა.

დღევანდელი მსოფლიოს გლობალური  პრობლემა არის ის, რომ მსოფლიოში ფინანსური შუამავლები არ ცდილობენ გრძელვადიან ინვესტიციებში ფული დაზოგვას. კერძო ინვესტიციები მალე იძირება,  ძირითადად დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციების უკმარისობის გამო.  შედეგი არაადეკვატური გლობალური მოთხოვნაა. აზიაში კაპიტალის შემოდინების მოულოდნელ შეჩერებას 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისი მოჰყვა და გლობალური მოკლევადიანი კრედიტები მოულოდნელად ამოიწურა, იმის შემდეგ, რაც  Lehman Brothers გაკოტრდა 2008 წლის სექტემბერში. ახლა ჩინეთს იგივე პრობლემა აქვს, შემოდინებამ მოულოდნელად გზა მისცა გადინებას.

სწორი პოლიტიკაა ჩინეთის დანაზოგების აფრიკის და აზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურებში ინვესტირებაა. ჩინეთის ახალი აზიური ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და მისი პროგრამა  ერთ ქამარი, ერთი გზა ინიციატივაა, რომ მთელ რეგიონში შექმნას თანამედროვე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

მხოლოდ გრძელვადიანი ინვესტიციებს, როგორც საჯარო და კერძოს, შეუძლია მსოფლიო ეკონომიკა მისი დღევანდელი არასტაბილური მდგომარეობიდან გამოიყვანოსდ.

bfm.ge