24/02/2024
Latest:
მსოფლიო

Google – სმარტფონების ერა მალე დასრულდება

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი მიიჩნევს, რომ სმარტფონების ერა მალე დასრულდება და მას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლეს.

„ჩვენ აღარ დაგვჭირდება მობილური გაჯეტები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაძიებლად. მალე პირველობა ხელოვნურ ინტელექტს ექნება და მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მოწყობილობები არ გაუჩინარდება, ჩვენ აღარ ვისარგებლებთ ამ მოწყობილობებით“, – ამბობს სუნდარ პიჩაი.

გავრცელებული ინფორმაციით, Google მუშაობს პროექტზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებს.

წყარო: Bpn.ge