09/05/2024
Latest:
მსოფლიო

როგორი იქნება iPhone 7 (ვიდეო)

დღემდე ინტერნეტით iPhone 7-ის კორპუსის არაერთი ფოტო გავრცელებულა.

სურათების მიხედვით Apple-ს მომხმარებლებს “ჩაკბეჩილი ვაშლის“ ახალ სმარტფონზე გარკვეული შეხედულებები უკვე შეექმნათ კიდეც. თუმცა ფოტოების უმრავლესობა Photoshop-ის შედეგად იყო მიღებული. ამჯერად iPhone 7 ვიდეო გავრცელდა.

პირველად აღნიშნული ვიდეომასალა 9to5Mac-ის საშუალებით გასაჯაროვდა. ვიდეოზე ჩანს ორი სმარტფონი, რომელიც უცნობს უჭირავს ხელში. ვიდეო გამოქვეყნდა ასევე ჩინურ სოციალურ ქსელებში და მისი ავტორი უცნობია.

წყარო: BPI