27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

აქართველოს საგარეო ვალი 1 ივლისის მონაცემებით, 4,404 მილიარდი დოლარია

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 ივლისის მონაცემებით, 4,404 მილიარდი დოლარი, ანუ 10,316 მილიარდი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მთავრობის საგარეო ვალი 4,392 მილიარდი დოლარია. აქედან მთავრობას მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ 3,139 მილიარდი დოლარის ვალდებულება აქვს, ორმხრივი კრედიტორების კი 750,9 მილიონი ლარი მართებს.

ეროვნული ბანკის ვალის მოცულობა 11,750 მილიონი დოლარია, რომელიც ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს მიღებული.

ივნისში წინა თვესთან შედარებით სახელმწიფოს საგარეო ვალი 11 მილიონი დოლარით გაიზარდა, შედარებისთვის 2016 წლის მაისში სახელმწიფო ვალი 4,393 მილიარდი დოლარი იყო, მთავრობის საგარეო ვალი 4,381 მილიარდი ლარი, ეროვნული ბანკი 11,781 მილიონი დოლარი.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 2015 წლის 1 ივლისისთვის 4,180 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი 224 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

წყარო: Ipress