10/05/2024
Latest:
მსოფლიო

რომელ ქვეყნებშია საუკეთესო სამუშაო გარემო ქალებისთვის

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, The Economist გვთავაზობს კვლევას – რომელ ქვეყნებში აქვთ ქალებს სამსახურში თანასწორუფლებიანობის ყველაზე მაღალი შანსები?

 

კვლევაში გათვალისწინებულია მონაცემები უმაღლესი განათლების, სამუშაოში ჩართულობის, ანაზღაურების, დეკრეტული უფლებებისა და მაღალ საფეხურებზე მუშაობის შესახებ. კვლევა აჩვენებს, რომ სადაც მამაკაცები დეკრეტულ შვებულებას იღებენ, ქალთა დასაქმება გაცილებით მაღალია, ხოლო სქესთა შორის ანაზღაურების სხვაობა – დაბალი.

 

ყოველი ქვეყნის საბოლოო მონაცემი 10 ინდიკატორის გათვალისწინებით განისაზღვრა. არცაა გასაკვირი, რომ სიის სათავეში ჩრდილოეთის ქვეყნები, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი გვხვდება. აღნიშნულ ქვეყნებში დასაქმებული ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ფინეთში ქალების 49%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (შედარებისათვის, მამაკაცების მონაცემი 35%-ს შეადგენს).

 

ნორვეგიაში სხვაობა სქესთა შორის ანაზღაურების მიხედვით 6.3%-ია, რაც OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

 

დაწესებული კვოტების დამსახურებით, სკანდინავიურ სახელმწიფოებში ქალთა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობაა. შვედეთის პარლამენტში დეპუტატების 44%-ს ქალები შეადგენენ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიაში უნგრეთი მეხუთე ადგილს იკავებს, სადაც სქესთა შორის ანაზღაურების მიხედვით ყველაზე დაბალი სხვაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უნგრეთის პარლამენტართა საკმაოდ მცირე რაოდენობას შეადგენენ, ქვეყანაში დეკრეტულ შვებულებაში გასულ ქალბატონებს საკმაოდ დიდი შეღავათი ეკუთვნით (71 კვირიანი შვებულება 100% ანაზღაურებით).

 

სიაში უკანასკნელ ადგილებზე იაპონია, თურქეთი და სამხრეთ კორეა არიან, სადაც მამაკაცებს ქალებთან შედარებით საგანმანათლებლო ხარისხები უფრო ხშირად ენიჭებათ, უფრო ხშირად მუშაობენ და იკავებენ მაღალ პოციზიებს სამსახურში. სხვაობა ანაზღაურების თვალსაზრისით კი ასევე თვალშისაცემია.

 

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

 

წყარო: The Economist