რუსებმა ჩერნიგოვს შეუტიეს – გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 37
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სავარაუდოდ, ნასროლია ბალისტიკური რაკეტა.
გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.
ადგილზე მაშველები, პოლიციელები და მედიკოსები მუშაობენ
„მტერმა ესროლა ჩერნიგოვის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით” – აცხადებს ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი.