02/05/2024
Latest:
საზოგადოება

ქარელთან ავტომობილი ხეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკა” ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარის დატოვება