06/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთი – უკრაინა: ცივი ეკონომიკური ომი

მოსკოვი და კიევი  ერთმანეთს ეკონომიკური საშუალებებითაც უპირისპირდებიან. კიევის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა რომ უკრაინა მზადა არის რუსეთს სასამართლოშიც კი დაუპირისპირდეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციებთან დაკავშირებით. კიევმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა 17 თებერვალს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ვალის გადაუხდელობის შესახებ სარჩელი შეიტანა.

კიევი მოსკოვთან მუდმივი არსებული ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე დარტყმას დარტყმით პასუხობს. 18 თებერვალს უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა “გაზპრომს” ჯარიმა დააკისრა 86 მილიარდიანი გრივნის (დაახლოებით 3,27 მილიარდი დოლარი) ოდენობით. ჯარიმის გადასახდელად კომპანის ორი თვე აქვს.

რუსული სამსახურის, ამერიკის ხმის, მიერ გამოკითხული ექსპერტები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა არის რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი, რომელიც მაიდანის ორი წლის წინანდელ მოვლენებს მოყვა.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოგო მიიჩნევს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია მეზობელი ქვეყნების „ეკონომიკის მაქსიმალური განადგურება და პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია“

„კრემლმა მრავალფეროვანი საშუალებები გამოიყენა და მიზანსაც მიაღწია. ომში ყველა ხერხია გამოსადეგი, მაგალითად,  უკრაინის და დასავლეთის კონტაქტების ხელის შეშლა, ასევე „მეხუთე კოლონიაში“ მოქმედება, რომელზედაც ცოტა ხნის წინ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, ასევე მძიმე პირდაპირი სანქციები“

კონსტანტინ ბოვოროგომ განაცხადა  „კრემლი ყველაფერს აკეთებს რომ უკრაინას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, როგორც ეკონომიური ასევე პოლიტიკური. ქრთამის აღება, საბრძოლო მოქმედება, პროვოკაცია, პროპაგანდა. არ არსებობს არავითარი შეზღუდვები ამ ინსტრუმენტების გამოყენებაზე“

მოსკოვის ცენტრის კარნეგის პროგრამის “ეკონომიკური პოლიტიკის” დირექტორმა ანდრეი მოვჩანმა ეჭვიც გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის არსებობის შესახებ.

„ჩვენ პრობლემა ის არის რომ სრულიად ვაიგნორებდით ეკონომიკას და გამუდმებით ვცდილობდით გაზით ვაჭრობით უკრაინაზე ზემოქმედებას“.

სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის და უკრაინის გაზის გარიგებას შორის არსებულ კორუფციაზე.

„მეორე მხრივ ბოლო დროს ცივი ეკონომიკური ომის პოლიტიკა აღინიშნება. მიუხედავად ამსია ჩვენ ბევრ სფეროში ვაგრძელებთ თანამშრომლობას“

ორივ მხარე მძიმე  ეკონომიკურ სიტუაციაშია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს შეფასების თანახმად 2015 წელს უკრაინის მშპ  წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით შემცირდა. რუსეთის მშპ კი – 3,8 პროცენტით.

კონსტანტინი ამტკიცებს რომ უკრაინასთან დაპირისპირების შედეგად რუსეთმა კოლოსალური დანაკარგები განიცადა. „ექსპერტები  Newsader-ის სააგენტოსთვის უკვე ამზადებენ კვლევას ამ თემასთან დაკავშირებით“

„ამის შდეგად კი რუსეთის ეკონომიკური განვითარებნა მეოცე საუკუნისას დაემსგასა. ვშიშობ რომ ამ ყველაფრის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება,ზოგიერთი პარამეტრის კი  საერთოდ შეუძლებელია“

ანდრეი მოვშჩანი მაინც არ ამახვილებს ყურადღებას რუსულ ეკონომიკაზე კონფლიქტის ნაგატუიურ ზემოქმედებას.

„ყველაფრის მიუხედავად რუსეთი დიდი ქვეყანაა. სავაჭრო ბრუნვის შემცირების და ინფლაციის შედეგად მიღებული დანაკარგები არც ისე კრიტიკულია როგორ ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით კი ნავთობის გაუფასურების ფონზე“.

რუსმა ექსპერტმა მაინც აღიარა რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დღევანდელი მდგომარეობის გამომწვევაში დამნაშავე რუსეთია.