რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულუკაევი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
გამოძიება მას 2 მილიონი დოლარის ქრთამის აღებას ედავება. მინისტრმა თანხა აიღო, რათა ეკონომიკის სამინისტროს დადებითი დასკვნა გაეცა და „როსნეფტს“ „ბაშნეფტის“ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული აქციების 50% შეესყიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ემუქრება ჯარიმა ქრთამის 80-დან 100-მაგ ოდენობამდე. ან გარკვეული საქმიანობის აკრძალვა. თანამდებობის დაკავების აკრძალვას 15 წლამდე ვადით. ან თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით, ქრთამის 70-მაგი ოდონობის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, ან ჯარიმის გარეშე.