დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მართმადიდებელი ქრისტიანი დანიშნა
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მართმადიდებელი ქრისტიანი დანიშნა. რაინს პრიბუსი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მოქმედი თავჯდომარეა. 44 წლის პრიბუსი გერმანულ-ბერძნული წარმოშობის ამერიკელია. ის ვაშინგტონის წმინდა სოფიის ტაძრის მრევლის აქტიური წევრია.
2016 წლის სააღდგომო მილოცვაში, პრიბუსი წერს:
“ქრისტე აღსდგა! მე მთელი მსოფლიოს მართმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერი აღდგომა მინდა ვუსურვო. ჩვენ ვულოცავთ მსოფლიოს ქრისტიანებს აღდგომას და ვუსურვებთ ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენ მხსნელმა გვაჩუქა. როგორც პირველი ქრისტიანები ადიდებდნენ ღმერთს მის საფლავთან, ისე ჩვენ ვადიდებთ მოწყალე ღმერთს სიკვდილზე მისი გამარჯვებისთვის. აღდგომა არის ახალი სიცოცხლის ზეიმი და მე ვლოცულობ, რომ მისმა მადლმა გაგვამხნევოს ჩვენ მთელი ამ წლის განმავლობაში” – მოყვანილია მისი სიტყვები ვებ-გვერდზე православие.ру .
ავტორი: ბაჩანა ჯინჭარაძე