04/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსეთში ხელფასი 9,5 პროცენტით შემცირდა

რუსეთში ფედერაციის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის (Росстат ) მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ წინასწარი შეფასებით, რუსეთის მოსახლეობის რეალური ხელფასი (ინფლაციის გათვალისიწინებით), 2015 წელს 9,5 პროცენტით შემცირდა.

ამასთან ერთად, შემცირდა მოსახლეობის შემოსავალიც, რომელიც 2015 წელს საშუალოდ 30 311 რუბლს აღწევდა. ამა წლის 1 იანვრისთვის, გადაუხდელი ხელფასების რაოდენობა 3,57 მილიარდ რუბლს აღწევდა,  ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 328 მილიონით შემცირდა.

Росстат-მა ამ ანგარიშში უმუშევართა სტატისტიკაც გამოაქვეყნა. რომლის თანახმადაც,  2015 წლის დეკემბერში რუსეთის ეკონომიკურად აქტიური  მოსახლეობის 5,8 პროცენტი (4,4 მილიონი ადამიანი) უმუშევარი იყო. დასაქმების სამინისტროში მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა, მათგან 800 ათასს უმუშევართა შემწეობა დაუნიშნეს.

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის განცხადებით ხელფასის კიდევ 10 პროცენტით შემცირებაა მოსალოდნელი.

ჯერ კიდევ 2015 წელს, ВЦИОМ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 49 პროცენტს უკვე დაეტყო მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.