მსოფლიო

“სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ეს ოდესელებისა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო. მას აშშ-ი სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს… ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ფილმისთვის „უკრაინა ცეცხლში“.

ოლივერ სტოუნის ფილმის „უკრაინა ცეცხლში“ პრემიერა 21 ნოემბერს, რუსულ ტელეარხზე „რენ ტვ“-ის ეთერში გაიმართება.