მსოფლიო

რუსეთთან ურთიერთობები ჩიხშია შესული და ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩიხშია შესული და თუ მოხდება ლავროვი- ჯანელიძის შეხვედრა ეს შეხვედრა უნდა იყოს გამიზმული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვემ მიხეილ ჯანელიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ამაში გასაკვირი არაფერია.

“ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, ეს უპირველეს ყოვლისა უნდა განამტკიცდეს და იყოს მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაქვს დღეს”, – განაცხადა პრემიმერ-მინისტრმა.