18/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ვიზების გარეშე შეეძლებათ მოგზაურობა და თხოვნით მიმართავს პარტიებს, ნუ მიიწერენ ქართველი ხალხის არჩევანს, რაც არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. კალაძე “ნაციონალურ მოძრაპბას” ვიზალიბერალიზაციის პროცესში ხელის შეშლაში ადანაშაულებს:

„გარკვეული პარტიები ცდილობენ, რომ თავის საკუთრებად მიიწერონ ქართველი ხალხის არჩევანი, რაც ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი, რათა იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროპა ჰქვია. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრს შრომობს, შედეგიც სახეზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ევროპაში ვიზების გარეშე იმოგზაურონ. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ეს წარმატება შეაჩეროს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სხვაგვარად დაანახოს ყველაფერი“,

– განაცხადა კახა კალაძემ.