საზოგადოება

“საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის”

საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბრალიზაციისთვის,-ამის შესახებ გერმანიის კანცელრმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

“ეს საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტია ამ რანგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგია, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვქავს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მეგობრულია. 2017 წელი გამოცხადდა გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებში, ასავე ნატოს შიგნით.

ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში ეკონომიკურ ურთიერთობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამომავლო თანამშრომლობისთვის. პრემიერმინისტრი დღეს ბევრ გერმანულ ფირმას შეხვდა. გერმანიაში ალბათ საკმარისად არ იცნობენ ჯერ რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს, კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობის, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა” – განაცხადა ანგელა მერკელმა.