სებ-ი შემდგომ კვარტალებში ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7%-მდე შეამცირა.
სებ-ის პროგნოზით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. 4%-ს 2017 წლის I ნახევარში დაუახლოვდება.
ინფლაციის შემცირებაზე სუსტი ერთობლივი მოთხოვნაც მოქმედებს. ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა პოტენციური დონის ქვემოთ იქნება.
ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებას და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.