03/05/2024
Latest:
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ეს კაცი 2 დღით ციხეში ჩავსვით და მერე თავისი ფულით დააგო გზა

“ჩვენ თავს ვაჩვენებთ ისე, თითქოს რეფორმებს ვატარებთ, საერთაშორისო ორგანიზაციები კი თავს გვაჩვენებენ, რომ თითქოს გვეხმარებიან, რეალურად კი წინსვლა არ არის”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ამავე შეხვედრაზე მან კვლავ საქართველოს ანალოგია მოიყვანა და განაცხადა, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი გადასახადების შემცირება, პარალელურად ბიუჯეტის გაზრდა და ურჩი ჩინოვნიკებისთვის ჭკუის სწავლებაა.

“გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და გვყავდა ბევრი კორუმპირებული პირი, არანაკლებ, რამდენიც აქაა. საქართველო მაშინ უკრაინაზე 2-ჯერ ღარიბი ქვეყანა იყო.

აი, მივედი და ვფიქრობ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ-მეთქი, მაგრამ აეროპორტის გზა არ გვქონდა, იმ გზაზე, დაბრკოლების გარეშე მხოლოდ ტრაქტორი თუ გაივლიდა. გზების საკითხზე მუშაობდა პირი, რომელიც სახელმწიფო გზების კეთებით 20 წლის განმავლობაში იყო დაკავებული, ანუ სახელმწიფო გზების ნგრევას უფრო ახორციელებდა. თანხას გამოყოფდნენ, თხელ ფენას დააგებდნენ, მერე წვიმა გადარეცხავდა ამ დაგებულს, ისევ თავიდან აგებდნენ… თავად კი ჰქონდა დიდი საცხოვრებელი ფართები, ნაცნობი სურათია, ყველასთვის გასაგები. მერე დაიჭირეს ეს ადამიანი, ჩასვეს და ფიქრისათვის რამდენიმე საათი მისცეს. მეორე დღეს გამოვიდა ეს პირი, დარეკა სადაც საჭირო იყო, თავისი ჯიბიდან ამოიღო ფული და 2 დღის შემდეგ აეროპორტის გზის დაგება დავიწყეთ.

ასევე გვჭირდებოდა ახალი მატარებლები. ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირიც დააკავეს. მანაც იფიქრა და შემდეგ, სახლიდან მოიტანა საკმარისი ფული, რომლითაც უკარინულ ქარხნებს ახალი ვაგონები შეუკვეთა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.