საქართველო თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა
2015 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თურქეთი 34 779 841 უცხოელმა ტურისტმა მოინახულა.
სტატისტიკური ინფორმაციით, ტურისტთა შორის გერმანელთა რაოდენობა 5 403 222-ით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთით დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებში გერმანია პირველ ადგილზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადრინდელი მონაცემებით რუსეთი პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისისა და რუბლის დევალვაციის ფონზე რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გასული წლის 11 თვის მონაცემებით თურქეთს 2 623 518 რუსი ტურისტი სტუმრობდა. რუსეთის შემდეგ რეიტინგში მოდის დიდი ბრიტანეთი, საქართველო და ბულგარეთი.