30/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება იგეგმება

თბილისში, შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითრების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ სასტუმრო „რედისონში“ გამართა.

როგორც აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, პროგრამა ითვალისწინებს  საერთაშორისო ბაზრებზე თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციას და დედაქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების დარწმუნებას იმაში, რომ თბილისი ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია, როგორც საქმიანი, ასევე გართობის  მიზნით ვიზიტისთვის, ზოგადად ტურიზმისთვის. ეს პროგრამა ითვალისწინებს ასევე დედაქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებას, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასე მომსახურების სფეროების, რომლებიც ძირითადად თუ არა, ხშირად ტურისტებს ემსახურებიან. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის განვითარება, ხარისხის ამაღლება უკეთესად მოემსახურება ტურისტებს, რაც ასევე მოემსახურება ტურისტების რაოდენობის ზდრას და ტურისტების ისეთი სეგმენტის მოზიდვას, რომელიც მეტად მსყიდველუნარიანია  და უფრო დიდი რაოდენობით და ხანგრძლივობით ჩამოვლენ ჩვენს დედაქალაქში“, – აღნიშნა მარგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემომყვანი ტურიზმისთვის წლიურად 830 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში ივარაუდება, რომ შემოსავალი იქნება 140 მილიონი ლარი და 1 200 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 „ვფიქრობთ, ჩვენ დედაქალაქს მნიშვნელოვანი ტურისტების რაოდენობა დაემატება.  ეს მოხდება იმის პარალელურად, რომ ჩვენი აქაური ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასტუმროების და  საწოლების რაოდენობა ადეკვატურად გაიზრდება იმისათვის, რომ მოემსახუროს ტურისტებს.  შესაბამისად, ტურისტების მიერ ჩვენს დედაქალაქში შეძენილი საქონელის და მომსახურების ღირებულება თავისთავად გაცილებით გადააჭარბებს ამ საბიუჯეტო ხარჯებს.  მინდა გთხრათ, რომ ამ გადახდილი თანხებიდან ბიუჯეტში შესული თანხებიც გადააჭარბებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებს. შეგვიძლია სახელწმიფო ინვესტირებად ჩავთვალოთ ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.