ეკონომიკა

მარტში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით გაიზარდა

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მარტში გაიზარდა, გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის მარტში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 4,288 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის მარტში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 651 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 11%–ით აჭარბებს 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

წყარო: BPI