02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში შესაძლოა უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს

უკრაინული კომპანია „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“, რომელიც „ლვოვის ავტობუსების ქარხნის“ მმართველი კომპანიაა, საქართველოში უკრაინული ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობს.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია უკრაინული ЛАЗ-ების საქართველოში წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„სიტი ტრანსპორტ ჯგუფის“ კომერციული დირექტორის ვადიმ ლეგკოს განცხადებით, საქართველოში ტენდერი ქვეყნისთვის 175 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, კონტრაქტის თანხმად, რაოდენობის 195 ერთეულამდე გაზრდაც შესაძლებელია. ავტობუსები CNG-ძრავით (ევრო 6) არის აღჭურვილი.
„კონტრაქტის საერთო ღირებულება 40 მილიონი ევროა. თბილისს „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ მოდიფიცირებულ ЛАЗ А-183-ს შესთავაზებს, რომელიც კონდიციონერით, ელექტრორამპით, ვიდეოთვალითა და გადახდის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი“,

– განაცხადა ვადიმ ლეგკომ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულს საქართველოში ავტობუსების წარმოების უფლება ეძლევა. საერთო ჯამში, „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ ავტობუსების მიწოდება-წარმოებაზე მოლაპარაკებებს 7 ქვეყანასთან აწარმოებს, მათ შორის კოსოვოსთან და ეკვადორთან.