სხვა

საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა – ჯო ბაიდენი

საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია – ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„გუშინდელი სროლა დონალდ ტრამპის შეკრებაზე პენსილვანიაში მოგვიწოდებს, გადავდგათ ნაბიჯი უკან, ავწონ-დავწონოთ სად ვართ, როგორ მივდივართ წინ აქედან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს  ოვალური კაბინეტიდან მიმართა და აღნინა, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოლიტიკა არ უნდა გახდეს ბრძოლის ველი.

„უნდა გამოვიდეთ ჩვენი სასილოსე ორმოებიდან, სადაც მხოლოდ მათ ვუსმენთ, ვისაც ვეთანხმებით და სადაც დეზინფორმაცია მძვინვარებს, სადაც უცხოელი აქტორები ანთებენ ჩვენი დაყოფის ცეცხლს, რათა შექმნან შედეგები, რომლებიც შეესაბამება არა ჩვენს, არამედ მათ ინტერესებს”, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარის დატოვება