უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები გაანადგურეს
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ათივე დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი განმარტებით, დრონები ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.