04/05/2024
Latest:
მსოფლიო

შვედეთი მსოფლიოში პირველი, სრულად იტყვის უარს ნავთობსა და გაზზე

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის მოპოვებულ საწვავზე. ამჟამად შვედეთი ორი მესამედით ალტერნატიული ენერგეტიკით უზრუნველყოფს თავის მოთხოვნებს. ქვეყნის მთავრობის განსახილველად წარდგენილია ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს 1 მილიარდამდე დოლარს „მწვანე ინფრასტრუქტურის” მოსაწყობად — მზის ბატარეებისა და ქარის ელექტროსადგურების სახით. სახელმწიფო გეგმავს დამატებითი სახსრების გამოყოფას ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო ტრანსპორტის შესყიდვაზე, ელექტროენერგიების საცავების შექმნაზე და ელექტროენერგიის შენახვის მეთოდების სრულყოფისკენ მიმართულ კვლევებზე. ამას გარდა, მთავრობა დაეხმარება ყველა მსურველს თავიანთი სახლების უფრო ენერგოეფექტურად გადაკეთებაში. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები საზღვარგარეთ ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]

წყარო: interfactnews.ge