06/05/2024
Latest:
მსოფლიო

SOCAR -ი „გაზპრომისგან” გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უარს არ ამბობს „გაზპრომთან” მიღწეულ წინასწარ შეთანხმებაზე, რომ აზერბაიჯანის გაზის სისტემისთვის რუსული გზის მიწოდება მოხდეს.

როგორც სააგენტო Fineko/abc.az -ს SOCAR -იდან წყარომ განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ფასზე მიმდინარეობს.

„ჩვენთვის სასურველია გაზის შეძენა spot-ფასით, მაგრამ „გაზპრომი ასეთ ოპერაციებს ენთუზიაზმით არ ეკიდება. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ხელსაყრელი პირობების მიღწევისთვის”, – ამბობს წყარო.

ცოტა ხნის წინ მხარეებმა დააანონსეს, რომ აზერბაიჯანი „გაზპრომისგან” 2 მლრდ კუბ. მეტრ გაზს შეიძენდა. რუსული გაზის მიღება ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოწოდება არ დაწყებულა.

ამასთან, დამოუკიდებელმა იმპორტიორმა „აზერბაიჯანის მეთანოლის კომპანიამაც” შეაჩერა რუსული გაზის მიღება. კომპანიამ განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე მეთანოლზე ფასები შემცირდა, ამიტომ „გაზპრომის” ფასი მათთვის მისაღები აღარ იყო.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]