02/05/2024
Latest:
საზოგადოება

” სპეცუბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”

სპეცუბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

 
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს და მასზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

“დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვა გადაიდგა საარჩევნო გარემოს კუთხით, რომლის შესახებაც თქვენ იცით. დამატებით, ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ასევე ის, რომ სპეცუბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ვიმსჯელოთ ერთად, განვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებიც თქვენ გაქვთ და ასევე, მოისმინოთ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია”,

 

– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.