პოლიტიკა

„სტიქიამდე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა:

„ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება” – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ბოლო ცნობებით, 11 ადამიანია დაღუპული, 25 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 2 ვერტმფრენი და 400-მდე მაშველია ჩართული.

კომენტარის დატოვება