პოლიტიკა

„12 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3. მედიათავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციებზე, გვჭირდება დაჩქარება“ – ჰერჩინისკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 არის სრულად შესრულებული, ხოლო მედიათავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციებზე, დაჩქარებაა საჭირო:

„12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება. ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება. დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ შემდგომ პროგრესს ველით. ასე რომ, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია გაავრცელებს გაფართოების ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის 27 წევრი მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების დონეზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯებზე. ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში…“ – განაცხადა ელჩმა.

კომენტარის დატოვება