03/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის მერიამ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმა წარმოადგინა

ბენზინგასამართი სადგურების გადატანა და ახალი პარკირების ადგილები – თბილისის მერიის გეგმა საცობების განსატვირთად 

თბილისის მერიამ საცობების განტვირთვის ახალი გეგმა წარადგინა. მოძრაობის განტვირთვის მიზნით თბილისის ცენტრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანონ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ბენზინგასამართი სადგურების ადგილზე ე.წ. კუნძულებისა და შუქნიშნების მოწყობა იგეგმება.

პრობლემის მოგზარების მიზნით, მერია ასევე გეგმავს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების სივრცეების მოწყობას. უალოეს ხანებში, ქალაქის მთავარი უწყებაში საცობების მართვის აპლიკაციის პრეზენტაციასაც გამართავს:

“ბენზინგასამართ სადგურებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ იქ შეიძლება გზის გაფართოება მოხდეს. მიდის საუბარი იმაზე, რომ მონაცვლეობა მოხდეს. ეს ეხება სააკაძის მოედანს, გმირთა მოედნის, ასევე 26 მაისის მოედნების მიმდებარე ტერიტორიებს. უახლოეს პერიოდში, თბილისში 12 ლოკაციაზე გამოცხადდება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების მოწყობის შესახებ” – განაცხადა  თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო: www.ambebi.ge