საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს

სიახლე ავტობუსების სამარშრუტო სქემაში. დღეიდან სადგურის მოედნიდან თბილსის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალითმოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.