თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები დამონტაჟდა
თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე დამონტაჟდა.
2017 წლის ბოლომდე ქალაქში სულ ცოტა 25 სადგურის განთავსება იგეგმება.
ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს.
ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურების უფასო იქნება. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ.