საზოგადოება

თბილისში ფინანსური განათლების დონე დაბალია

“აფბას” კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხი საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობისას საკმაოდ დაბალია

კვლევა, რომელიც “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ” “პიარ საკონსულტაციო ჯგუფთან” ერთად ჩაატარა, ნათლად ასახავს დედაქალაქში მომხმარებლების ქცევის თავისებურებებს საფინანსო დაწესებულებებთან, ამ შემთხვევაში ბანკებთან და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებთან. კვლევის მიზანი იყო დედაქალაქში ფინანსური განათლების დონის დადგენა, რაც გულისხმობდა, იმ ელემენტარული ტერმინების შესახებ ინფორმირებულობის დადგენას, როგორიცაა ინფლაცია და სავალუტო რისკი, ასევე მომხმარებლებსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ურთიერთობისას წარმოშობილი თავისებურებები, საკუთარი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, ფულის დაზოგვისა და სიბერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებები.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი და “აფბას” პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზე მუშაობაც შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა დროულად უნდა დაიწყონ, მისი განცხადებით, კვლევამ არც თუ ისე სახარბიელო მონაცემები აჩვენა:

dsc_8170-1“ფინანსური გაუნათლებლობა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდისთვის. აქ საუბარი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომზე ფინანსების დარგში, არამედ იმ მინიმალურ ცოდნაზე, რაც ადამიანს დააზღვევს შესაძლო ნეგატიური ქმედებისგან საფინანსო კომპანიის მხრიდან, აგრეთვე არსებული ფინანსური რესურსების რაციონალურ მართვასთან, მომავალში სიბერის ფინანსურ უზრუნველყოფასთან, მნიშვნელოვანი ფინანსური ტერმინების ცოდნასთან. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ინფლაციის განმარტებას არასწორად ახდენს, ყველა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტი თვლის, რომ ინფლაცია არის “ფულის გაუფასურება”, ხოლო მათი 56,6% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებსორი მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვარში ბანკებთან და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებთან მომხმარებლების ურთიერთობას უჭირავს. აქ რამოდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ ონლაინ სესხის მომხმარებელთა 14,3% კრედიტინფოს “შავ სიაშია” და მათზე მაინც გაცემულია სესხი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ბიზნესის რეგულირების აუცილებლობაზე. ამასთან, ონლაინ სესხის აღების მომენტში სესხით მოსარგებლეთა 26,4%-ს შემოსავლები არ გააჩნდა, ხოლო 18-დან 34 წლამდე ასაკის მოსახლეობა თვეში რამოდენიმეჯერ სარგებლობს ონლაინ სესხით. საგანგაშოდ და ყველაზე საყურადღებოდ გამოვყოფდი ონლაინ სესხებთან დაკავშირებით სტუდენტების ქცევას. კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტთა 30%-ს რომელსაც უსარგებლია ონლაინ სესხით, ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო არა საკუთარი საჭიროებისთვის, არამედ ახლობლისთვის“, – აცხადებს გულბანი. მისივე თქმით ონლაინ სესხის მომხმარებელთა 42,4% ხელშეკრულებას არ გაცნობია, ხოლო 82,4% ამბობს რომ ონლაინ სესხი უნდა იყოს რთულად ხელმისაწვდომი და შედარებით დაბალი პროცენტში.

“რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობისას მომხმარებლების მიერ გამოვლენილ ქცევებს, პირველ რიგში აღვნიშნავდი იმას, რომ საბანკო სესხის მომხმარებელთა 81,5%-ს სასესხო ხელშეკრულებში რაიმე ცვლილების შეტანის მცდელობაც არ ქონია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსესხებელს რეალურად ვერც კი წარმოუდგენია, რომ ხელშეკრულება ორმხრივია და თუ რომელიმე პუნქტი მის ინტერესებს არ შეესაბამება, მას შეუძლია საფინანსო კომპანიასთან მოლაპარაკების გზით შეცვალოს ის. ეს ფაქტი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში ე.წ. “ფულადი შიმშილია” და მოქალაქეები მზად არიან ყველა პირობას დათანხმდენენ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის მისაღებად.

ორი ასევე არანაკლებ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ბანკებთან ურთიერთობისას, პირველი ის, რომ საბანკო კრედიტის მომხმარებელთა 20.3% სესხს იყენებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ხოლო 44%-ს არ გამოუთვლია საპროცენტო განაკვეთი სესხის აღების მომენტში. თუმცა მიუხედავად აღნიშნული ფაქტორებისა, გამოკითხულთა 45,9% ბანკთან ურთიერთობას დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად – 18,7%” – განაცხადა შოთა გულბანმა.

კიდევ ერთი აქტუალური მიმართულება, რაც “აფბას” კვლევის ობიექტი იყო, არის მომხმარებლების ქცევის დადგენა დანაზოგების და ფინანსების მართვასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა მხოლოდ 32,9%-ს აქვს დანაზოგი გაკეთებული ბოლო 1 წლის განმავლობაში, 36,8% თვლის რომ საკუთარ ფინანსებს კარგად და ძალიან კარგად განკარგავს, ხოლო 44,7% – საშუალოდ. გამოკითხულთა უმრავლესობა, 53,5% დაზოგვას ნაღდი ფულის სახით ამჯობინებს, ასეთი რესპონდენტების 72,7% 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე იყო “აფბას” კვლევის საგანი.

როგორც კვლევამ აჩვენა, საპენსიო რეფორმის შესახებ გამოკითხულთა 71,5%-ს არ სმენია, მიუხედავად მათი მზაობისა თავად უზრუნველყონ სიბერე ფინანსურად პირადი დანაზოგის ხარჯზეასაკის ზრდასთან ერთად იმატებს მათი რიცხვი ვისაც სმენია საპენსიო რეფორმის შესახებ, ხოლო კლების ტენდენციით ხასიათდება ინფორმირებული რესპოდენტების რაოდენობა ასაკის კლებასთან ერთად. პირადი დანაზოგით სიბერის უზრუნველყოფას 18-44 წლამდე ასაკის რესპოდენტები გეგმავენ, რაც საპენსიო რეფორმის შემთხვევაში მათ მზაობაზე მიუთითებს, გახდნენ დაგროვებითი საპენსიო ფონდის წევრები. სიბერის ფინანსურად უზრუნველყოფას 32,3% არსებული პენსიით აპირებს, შემდეგ მოდის “პირადი დანაზოგი” 29%, ხოლო 27,3% შვილებზე და ნათესავებზე დაყრდნობით – ნათქვამია “აფბას” კვლევაში.

1470557089“პი არ საკონსულტაციო ჯგუფის” ხელმძღვანელის, გივი ხაჭაპურიძეს განცხადებით, კვლევა განხორციელდა თბილისის მასშტაბით და პირისპირი ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა 574 სრულწლოვანი მოქალაქე – “ჩარატებულმა კვლევამ მოიცვა დედაქალაქის ყველა რაიონი, რათა შედეგები ყოფილიყო მოსახლეობის გენერალური ერთობლიობის ამსახველი. შერჩევა განხორციელდა 2014 წლის საქსტატის აღწერის შედეგების მონაცემებზე დაყრდნობით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით”, – აღნიშნავს ხაჭაპურიძე “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.

“რაც შეეხება კვლევის სანდოობას, გამოკითხვის ჩატარების პროცესს, მოსახლეობის განწყობას და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად კითხვარის არც თუ ისეთი სიმარტივისა, რადგან ბევრი იყო ღია კითხვები, ამასთანავე გამოკითხვა დაემთხვა ცხელი საარჩევნო კამპანიის პერიოდს, როდესაც იგებდნენ, რომ კვლევა ეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიც არის საბანკო და ონლაინ სესხები, საპენსიო რეფორმა და ა.შ. გამოკითხვაზე უარი იყო მინიმალური.

ჩვენს მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა არაერთ გადამზღვევ შეკითხვას, რათა რესპონდენტებისგან მაქსიმალურად სწორი პასუხები მიგვეღო, კვლევის სანდოობამ შეადგინა 95%, ხოლო ცდომილება ±2,5%. 

კვლევითმა ორგანიზაციამ მივიჩნიეთ, რომ სხვა ყველა სტანდარტის დაცვით შესაბამისად მოსახლეობის გამოკითხვა გვეწარმოებინა სქესობრ-ასაკობრივი კვოტით, რადგან ერთ-ერთ საკვლევ საკითხს წარმოადგენდა ფინანსური განათლების დონის დადგენა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევაში საბანკო და ონლაინ სესხებზეც დაისვა შეკითხვები, აქაც მნიშვნელოვანი იყო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსაკუთრებით ზუსტი მონაცემების მიღება.

ანალიზის შედეგად ყველაზე მთავარი რაც გამოიკვეთა სამწუხაროდ არის ფინანსური განათლების დაბალი დონე და რაც მთავარია არსებული მდგომარეობა არ არის გამოწვეული მხოლოდ მოქალაქეების ბრალეულობით.

სამწუხაროდ გამოკითხულთა უმრავლესობა როდესაც “ინფლაციას” განმარტავს როგორც “ფულის გაუფასურებას”, აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს მხოლოდ იმასთან, რომ ამა თუ იმ მოქალაქემ არ ჩაიხედა წიგნში და არ დაიზეპირა რა არის ინფლაცია. აქ საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდებასთან.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას პოლიტიკურ და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით იღებს სატელევიზიო არხებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია მედიაზე დაკვირვებასაც ახდენს, მედია ანალიზის ანგარიშებში აშკარად იკვეთება, რომ სადაც საუბარია ლარის გაუფასურებაზე, იქვე ჩნდება ტერმინი “ინფლაცია”. უმრავლესობა ამ ორ რამეს, “ინფლაციას” და “ლარის კურსს” აკავშირებს ერთმანეთთან, რამაც ჩამოუყალიბა აზრი, რომ “ინფლაცია” არის “ფულის გაუფასურება”. სამწუხაროა, მაგრამ ამაში წვლილი მიუძღვის, როგორც პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ტერმინების არასწორი ინტერპრეტაციით, ასევე მედიას”, – აცხადებს გივი ხაჭაპურიძე.

 ლევან ლაგვილავა