თბილისში „ხრუშჩოვკებს“ ახალი სახლებით ჩაანაცვლებენ
ქალაქის ხელისუფლება ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშჩოვკების” დემონტაჟსა და მათ ადგილზე ახალი შენობების აშენებას გეგმავს.
ძირითადად 1960-იან წლებში აგებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელს შეადგენს. გარდა ამისა, „ხრუშჩოვკების” მთავარი ნაკლი მინიმალური საცხოვრებელი ფართი და დაბალი ჭერია. საქართველოს დედაქალაქში 700-ზე მეტი შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა.
თბილისში „არის შენობები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა. გარდა ამისა, არის ავარიული შენობები, რომლებიც დედაქალაქის იერს ამახინჯებს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაგეგმილია „ხრუშჩოვკების” განახლება და მათი ახალი შენობებით ჩანაცვლება”, – განაცხადა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ პრესკონფერენციაზე.
სამუშაოები რაც შეიძლება, მალე უნდა დამთავრდეს, რადგან დედაქალაქის ბიუჯეტს, მოსახლეობის განსახლების შემთხვევაში, ბინების დაქირავება ყოველწლიურად დაახლოებით 4 მლნ ლარი უჯდება, აღნიშნა სამუშიამ. ამჟამად საინჟინრო სამუშაოები თბილისში 30 ობიექტზე მიმდინარეობს. დაგეგმილია კიდევ 56 ავარიული შენობის აღდგენა. დღესდღეობით თბილისში 700-ზე მეტი შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა.
წყარო: სპუტნიკ-ჯორჯია