ტრანს კავკასუს ტერმინალსმა შიდა გადაზიდვებზე ტარიფები შეამცირა
„საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ შიდა გადაზიდვებზე ტარიფების შემცირებაზე აცხადებს.
ახალი ტარიფები 2016 წლის აპრილიდან არის ძალაში.
გადამზიდავი კომპანიებს სთავაზობს კარიდან-კარამდე მიტანის სერვისს – ფოთი-თბილისის და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე. სერვისი მოიცავს ნავსადგურიდან კომპანიის საწყობამდე ტვირთის მიტანას.
ფოთი-თბილისი-ფოთის მარშრუტზე, მძიმე ტვირთის შემთხვევაში, 20 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასია 380 აშშ დოლარი, 40 ფუტიანის -425 აშშ დოლარი.
მსუბუქი ტვირთისთვის 20 ფუტიანის-370 აშშ დოლარი, 40 ფუტიანისთვის -415 აშშ დოლარი.
ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მძიმე ტვირთის შემთხვევაში 20 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასია 360 აშშ დოლარი, 40 ფუტიანის -425 აშშ დოლარი.
მსუბუქი ტვირთისთვის 20 ფუტიანის -315 აშშ დოლარი, 40 ფუტიანისთვის -405 აშშ დოლარი.
წყარო: gbc.ge