09/05/2024
Latest:
მსოფლიო

ტოიოტა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია 

უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ტოიოტამ მსოფლიო ავტობაზრის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნება მოახერხა. კომპანიამ 2015 წელს 10,15 მილიონი გაყიდული ავტომობილით Volkswagen-ს გაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა, ეს უკანასკნელი კი 9,93 მილიონით მეორე ადგილს დასჯერდა.

ამერიკული ავტოკომპანია General Motors რომელიც 70 წლის განმვლობაში „ნომერი პირველი“ იყო მესამე ადგილზე აღმოჩნდა – 9,8 მილიონით. პირველი 6 თვის განმავლობაში Volkswagen პირველობას არავის უთმობდა, თუმცა სექტემბერში დაწყებული „დიზელის სკანდალის“ შედეგად იაპონური ბრენდისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.

გერმანული კომპანიის გაყიდვებზე დიდი ზემოქმედება მოახდინა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებამაც, რის შედეგადაც Volkswagen-ის გაყიდვების რაოდენობა 2 პროცენტით შემცირდა. ტოიოტა კი ამ დროს კომპანია Daihatsu-ს 51,2 პროცენტიან წილს ფლობდა და დარჩენილი წილის ყიდვასაც გეგმავდა.