30/04/2024
Latest:
მსოფლიო

აშშ, რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოში შეიარაღების უმსხვილეს ექსპორტიორებად რჩებიან

აშშ, რუსეთი და ჩინეთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიარაღების უმსხვილეს ექსპორტიორებად რჩებიან. ამის შესახებ ნათქვამია მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამასთან კვლევის თანახმად, რუსეთმა 2014-2015 წლებში საზღვარგარეთ წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლები იარაღი გაიტანა იმის მიუხედავად, რომ ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა მოსკოვის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებისათვის” ირაღის მიწოდება გაითვალისწინეს. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსული იარაღის ექსპორტი ევროპაში 264 პროცენტით არის გაზრდილი. ევროპაში რუსული იარაღის ექსპორტი აზერბაიჯანთან მოწერილი კონტრაქტების საფუძველზე გაიზარდა. 2011-2015 წლებში მოსკოვმა სულ 50 ქვეყანას მიაწოდა იარაღი. რუსული ექსპორტის  39 პროცენტი ინდოეთზე მოდის.

ანგარიშში 2011-2015 წლების პერიოდი შედარებულია წინა ხუთწლიან პერიდოთან. კვლევაში ასახულია შიარაღების ექსპორტის საერთო მოცულობებია და არ არის სუაბარი შეთანხმებების ფინანსურ მხარეზე. საერთო ჯამში კი 2011-2015 წლებში 2006-2010 წლებთან შედარებით იარაღით ვაჭრობის მოცულობა მსოლფიოში 14 პროცენთით გაიზარდა. იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ და მეორე ადგილებს ინდოეთი და საუდის არაბეთი იკავებენ.