03/05/2024
Latest:
მსოფლიო

ტრამპის გამარჯვებების შემდეგ ამერიკელები ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის ერთდროულად 7 შტატში მოიგო შიდა პარტიული არჩევნები, Mashable.com-ის ცნობით, Google-ში გაიზარდა კანადაში საცხოვრებლად გადასვლის გზებზე ინფორმაციის მოძიების მაჩვენებელი.

Google-ის მონაცემთა რედაქტორის, საიმონ როჯერსის თქმით, მსგავს ინფორმაციაზე მოთხოვნამ, ტრამპის გამარჯვებიდან 4 საათში, 350 პროცენტს მიაღწია და უახლოეს დროში შესაძლოა, 500%-საც გადააჭარბოს.

ამ ინფორმაციას ყველაზე ხშირად მასაჩუსეტსიდან ეძებენ, სადაც ტრამპმა ხმების 49%-ით გაიმარჯვა.

ამერიკელთა მოჭარბებულმა ინტერესმა და ვიზიტმა დროებითი შეფერხება შეუქმნა კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდსაც.

წყარო: 

[wpolling id=”12″ width=”” height=””]